გიორგი მღებრიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მაქსიმალურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომავალი წლის არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, იგი ყოველთვის კანონის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებს.
„პოლიცია უნდა უძლებდეს როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას და უნდა იყოს ეფექტური ნებისმიერ პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა მაქსიმალურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. მე ყოველთვის ვიმოქმედებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“, – დასძინა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები