შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მასშტაბური პროგრამის დაწყებას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში მასშტაბური პროგრამის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა და განმარტა, რომ ახალი პროგრამა საგზაო მოძრაობაზე რეაგირების გამკაცრებას გულისხმობს.
„ოქტომბრის დასაწყისში ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. დღეს ეს ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლისა და რეაგირების გამკაცრებას, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულების მაქსიმალურად გაძლიერებას.
ეს საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი პროექტია, რომელშიც არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, ეს პროექტი ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კეთდება. მე ამას ასეც დავარქმევდი -„კანონი თქვენი უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს მღებრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები