გიორგი მღებრიშვილი შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამოყოფას დადებითად აფასებს.როგორც მღებრიშვილი გაზეთ „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გამოყოფამ ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობები შექმნა.
„ჩემი აზრით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გაყოფამ შექმნა დამატებითი შესაძლებლობები ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ“, – დასძინა მინისტრმა.
ამავე ინტერვიუში მღებრიშვილი ამბობს, რომ შს სამინისტრო უწყების რეფორმირების უზრუნველყოფის მიზნით ახალ პროექტებზე მუშაობს.
„დავნერგავთ ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემას, გავაფართოებთ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალს, კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ საზღვრის მართვის რეფორმას, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საპატრულო პოლიციის ფუნქციონირებას და პოლიციის აკადემიის შესაძლებლობებს. ეს არის იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალი, რომელშიც ვაპირებთ, ჩავდოთ ჩვენი დრო და ენერგია“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები