გიგი გიგიაძე: ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყანაში მუშაობისა და სწავლის უფლებას არ აძლევს

საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის ვიზალიბერალიზაციის გამარტივების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მუშაობისა და ხანგრძლივი, აკადემიური სწავლის დაწყების უფლება არ ექნებათ, – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე გაზეთ “ვერსიას” კითხვას, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, შეეძლება თუ არა საქართველოს მოქალაქეს 90 დღის განმავლობაში ევროპის კონკრეტულ ქვეყანაში მუშაობა.
გიგიაძის თქმით, სწავლისა და მუშაობის მსურველებს, კონკრეტული ქვეყნის და შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღება მოუწევთ.
„სამუშაოდ ან ხანგრძლივი, აკადემიური სწავლის დასაწყებად, მათ ჩვეულებრივად უნდა მიიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზა, რისთვისაც აუციელებელი იქნება, ევროკავშირის წევრი, კონკრეტული ქვეყნის საკონსულოში, შესაბამისი საბუთების წარდგენა და დადებითი გადაწყვეტილებისთვის დაცდა“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
კითხვაზე, რას მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან უვიზო რეჟიმი, გიგიაძე ამბობს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ ბიომეტრიული პასპორტები, საშუალება ექნებათ, შევიდნენ და დაჰყონ შენგენის ქვეყნებში 90-180 დღის ფარგლებში. “ათვლა დაიწყება შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისთანავე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ვფიქრობ, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რიცხვი, ისედაც ცოტაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დაინახოს, კონკრეტულად რა სარგებელი მოაქვს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს”, – აცხადებს გიგიაძე გაზეთ “ვერსიასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები