გიორგი მღებრიშვილი: ნულოვანი ტოლერანტობის დონის „სიმკაცრე“ ჩემთვის მიუღებელია

ჩვენი ხელისუფლების პირობებში კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არის უკომპრომისო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრით.
„ეს აუცილებელია მთელი საზოგადოების, ჩვენი მომავლის უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, აუცილებელი პირობაა, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. ნულოვანი ტოლერანტობის დონის „სიმკაცრე“ ჩემთვის მიუღებელია, რადგან ამას თან ახლდა ადამიანის უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების ხელყოფა.
წარსულში ამ პოლიტიკის არასწორი განხორციელებით ჩვენმა ქვეყანამ მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. ამიტომ საჭიროა დავიცვათ ზღვარი, რათა, ერთი მხრივ, კრიმინალმა იგრძნოს კანონის მთელი სუსხი და სიმკაცრე და მეორე მხრივ , არ ხელვყოთ ადამიანის უფლებები“, – აღნიშნა მინისტრმა „პრაიმ-ტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები