მეცნიერებმა დედამიწასთან ახლოს მდებარე 93 გალაქტიკაში სიცოცხლის კვალი ვერ აღმოაჩინეს

ჰოლანდიელი მეცნიერები კოსმოსში მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციების არსებობის კვალის აღმოჩენას ცდილობენ. მათ 93 გალაქტიკა შეისწავლეს და ჯერჯერობით სიცოცხლის კვალს ვერ მიაგნეს.
ნიდერლანდელი ასტრონომების აზრით, განვითარებული ცივილიზაციები დაახლოებით იმდენივე ენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც თავად გალაქტიკა. ამიტომ ამ ადგილებში ენერგიის ძლიერი გამოსხივება უნდა დაფიქსირდეს და ის დღეს დედამიწაზე არსებულმა ხელსაწყოებმა აღმოაჩინონ.
გამოსხივების აღმოსაჩენად მეცნიერები ინფრაწითელ ტელესკოპს იყენებენ. ამასთანავე, კვლევის დროს მათ ვარსკვლავების გამოსხივება გამორიცხეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მეცნიერებმა 93 გალაქტიკაში სიცოცხლე ვერ აღმოაჩინეს. ისინი მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციების პოვნის იმედს არ კარგავენ, რომლებმაც პლანეტის ენერგიის კონტროლის ქვეშ აყვანა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები