გიორგი მღებრიშვილმა დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მოინახულა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გვიან ღამით ახმეტელის თეატრთან დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრი პატრულის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მისი ოჯახის წევრებს გაესაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა კლინიკა უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.
მომხდარის შესახებ „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 353 – პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. პატრული, სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიჭრა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.