შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო (ვიდეო)

შსს-ს აკადემიაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) ორგანიზებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელებისთვის გენდერული თანასწორობის თემაზე საპილოტე ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგების გახსნას საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა დაესწრო. სწავლების კურსს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინსტრუქტორი ირინა ჟვანია უძღვებიან და მსმენელებს გენდერის, გენდერული თანასწორობის და გენდერული პოლიტიკის საკითხებს აცნობენ.
აღნიშნული მოდული პატრულ-ინსპექტორთა და უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებშია შესული. ოთხი საპილოტო ტრენინგის ჩატარების შემდეგ, შსს-ს აკადემია საკუთარი რესურსებით გააგრძელებს ამ სასწავლო კურსის განხორციელებას. სწავლების მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი აქტების გაცნობის საფუძველზე, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის დაუშვებლობის შესახებ მომავალი პოლიციელების ცოდნის გაღრმავება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია მუდმივად თანამშრომლობენ, ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, ტრენინგებსა და აქტივობებს.

https://www.youtube.com/watch?v=Aby3Dqk_JKo&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები