პრეზიდენტის ადმინისტრაცია: დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება აშკარად უფრო წინ არის წასული

„უდავოა, რომ დღევანდელი სასამართლო ხელისუფლება აშკარად უფრო წინ არის წასული პოზიტივის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ნაბიჯები გადადგმულია“, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ ეს საკმარისი არ არის.
როგორც პატარაიამ აღნიშნა, სისხლის სამართლებრივ მართლმსაჯულებას საქართველოში პრაქტიკულად პროკურატურა ახორციელებდა.
„თუ გავიხსენებთ რამდენიმე წლის წინ, რა რეალობასთან გვქონდა საქმე სასამართლო ხელისუფლების თვალსაზრისით, როცა, შეიძლება ასე ითქვას, სისხლის სამართლებრივ მართლმსაჯულებას პრაქტიკულად პროკურატურა ახორციელებდა საქართველოში, თუ ამას მართლმსაჯულებას საერთოდ ვუწოდებთ. დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ნაბიჯები წინ გადადგმულია, თუმცა ეს, ბუნებრივია, არ არის საკმარისი. ეს ძალიან მყიფე ნაბიჯებია და სწორედ ამიტომ საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს როგორც პოლიტიკოსების, ასევე ხელისუფლების სტრუქტურების მხრიდან”, – განაცხადა დავით პატარაიამ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს მიმართა და მთელ სასამართლო კორპუსს მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები