ვარკეთილში ნაპოვნი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

დღეს დილით ვარკეთილში ნაპოვნი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ჩვილი საავადმყოფოში ვარკეთილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და იგი ახალშობილთა რეანიმაციულ დეპარტამენტში ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ახლად დაბადებული გოგონა 2 კილოსა და 820 გრამს იწონის.ჩვილი საავადმყოფოში გადაციებულ მდგომარეობაში მიიყვანეს. ამასთან, პატარას ანემია და გლუკოზის ნაკლებობა აქვს.
როგორც საავადყოფოში განაცხადეს, პატარას ჭიპლარი ხელით ჰქონდა გადაჭრილი.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 127-ე მუხლით, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები