თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი) მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 14 სექტემბრიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, გაიზარდა თბილისის მეტროში მოძრავი შემადგენლობების რაოდენობა, კერძოდ – პირველ ხაზზე დაემატა 6 ოთხვაგონიანი და საბურთალოს ხაზზე 2 სამვაგონიანი შემადგენლობა. ასევე 75 ერთეულით გაიზარდა ქალაქში მოძრავი ავტობუსების რაოდენობა.