დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებმაც წარმოადგინეს ორივე ობიექტის განვითარების გეგმები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბათუმის ნავთობტერმინალსა და ნავსადგურთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ნავთობტერმინალსა და ბათუმის ნავსადგურში ინვესტორმა კომპანიამ თანამშრომლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 12–15 პროცენტით გაუზარდა.