ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი დაადგინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა როტერდამის უნივერსიტეტიდან ბავშვების გაჩენის საუკეთესო ასაკი გამოთვალეს. ამ დასკვნის მიხედვით, ეს ბავშვების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მეცნიერების განცხადებით, ევროპაში ქალები პირველ შვილს სულ უფრო გვიან აჩენენ – დედების 50 პროცენტი 20-დან 29 წლამდე გახდა, ხოლო დანარჩენებმა შვილი 30-დან 39 წლამდე გააჩინეს. თუმცა, მეცნიერების აზრით, შედარებით უფროს ასაკში მშობიარობამ დედის და ბავშვის ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიაყენოს. მეცნიერების გამოთვლებით, თუ ქალს სამზე მეტი შვილის ყოლა აქვს გადაწყვეტილი, მან პირველი ბავშვი 23 წლის ასაკში უნდა გააჩინოს. თუ ორის გაჩენას აპირებს, მაშინ პირველი შვილის გაჩენა შეიძლება 27 წლამდე გადადოს. ხოლო თუ ქალს მხოლოდ ერთი შვილის გაჩენა სურს, მას შეუძლია ეს ნაბიჯი 32 წლის ასაკში გადადგას.

მთლიანობაში კი მეცნიერები ქალებს უფრო ახლგაზრდა ასაკში მშობიარობას ურჩევენ, როდესაც ორგანიზმი ახალგაზრდაა და კვერცხუჯრედები მაღალი ხარისხისაა. ამით ქალი ორსულობის პერიოდში გართულებებს თავიდან აიცილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები