ფეისბუქს „დისლაიქის“ ფუნქცია დაემატება

სოციალურ ქსელ ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ახალი ფუნქციის – „დისლაიქის“ („არმოწონების“) შემოღებას გეგმავს. CNBC-ის ცნობით, ამის შესახებ მილიარდერმა მენლო-პაკრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დისლაიქის“ ფუნქციის შემოღების შესაძლებლობამ მრავალრიცხოვანი დისკუსია გამოიწვია. ცუკერბერგის თქმით, მას არ სურს, რომ ფეისბუქი გახდეს ფორუმი, სადაც ადამიანები ერთმანეთის „პოსტების“ მიმართ დამოკიდებულებას „ლაიქის“ და “დისლაიქის“ ნიშნებით აფიქსირებენ.
ახალი ფუნქციის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობამდე, მისი ტესტირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები