ანსამბლი „ერისიონი“ 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილ რეგიონულ ტურნეს აგრძელებს

 

დღეს, 19:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ კონცერტს გამართავს.

ანსამბლი 130 წლის იუბილისადმი მიძღვნილ რეგიონულ ტურნეს აგრძელებს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ერისიონმა“ კონცერტები ქვეყნის ყველა რეგიონში ჩაატარა.

ქართული ტურნეს დასრულების შემდეგ, ანსამბლი უკრაინასა და მოლდავეთში მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები