“მამულიჩა” ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს: პატიმრები ღადაობდნენ ჩემზე

პროდიუსერი კახა მამულაშვილი ჟურნალ “თბილისელებთან” ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
„ხომ ამბობენ, ყველაფერი შეიძლება მოხდესო. რაღა მე მეტაკა ეს ყველაფერი, ვერ მივხვდი. არა, რა, მარტო გასაშვები მართლა არასად ვარ. სიმართლე გითხრა, ძალიან გამიხარდა, ამდენ ხალხს რომ ვყვარებივარ. თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც უარყოფითად იყვნენ განწყობილები, თუმცა არ ვიცი, რატომ. ვიღაც-ვიღაცებზე კი მწყდება გული, მაგრამ, რას ვიზამ? ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავისი გზით იარონ. რაც მთავარია, ბევრი გულშემატკივარი მყავს და ამით ვარ ძალიან ბედნიერი კაცი. სხვათა შორის, ციხეში კარგად შემხვდნენ. ძალიან ბევრი ნაცნობი იჯდა. რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ციხეში ჯდომა იგივეა, ცხოველი გალიაში რომ ჩასვა, თან ჩემნაირი აქტიური ტიპისთვის. ერთ ადგილას ჯდომა არასოდეს შემეძლო. იქაც გიჟივით ვიყავი, სულ დავდიოდი. პატიმრები ღადაობდნენ ჩამზე – „ვენტილატორი“ აღარ მოგვიტანოთ, „მამულიჩა“ იმდენს დადისო“, – ამბობს „მამულიჩა“ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები