დღეს, ოთო მარგიშვილს პირველი სასწავლო წელი აქვს მამის გარეშე. შს მინისტრის ინიციატივით საქართველოს მასშტაბით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების დაწყებითი კლასის მოსწავლე შვილები მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის უფროსებმა და სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსებმა წაიყვანეს სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ბექა მარგიშვილი ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს.
აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად 28 წლის ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი შალვა აბულაძე დააკავეს.