“მის ჩინეთისთვის“ დოკუმენტურ ფილმს საქართველოში გადაიღებენ

 

ჩინური სატელიტური ტელევიზია Phoenix TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩამოდის. აღნიშნულ ტელევიზიას აქვს ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს. Phoenix TV-ის მიერ არის დაარსებული სილამაზის კონკურსი Miss Chinese Cosmos Pageant, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ზემოხსენებული ღონისძიება სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, 12-22 სექტემბერს დაგეგმილია Phoenix TV-ს გადამღები ჯგუფის და Miss Chinese Cosmos Pageant თექვსმეტი კონკურსანტის ვიზიტი საქართველოში, სადაც გაიმართება Miss Chinese Cosmos Pageant-ის ნახევარფინალი. ასევე, დაგეგმილია ფილმის გადაღება კონკურსანტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს. ფილმის ავტორებს სურთ, სრულად წარმოაჩინონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და მათ შორის ეროვნული ფოლკლორიც. ამაში გადამღებ ჯგუფს დახმარებას : ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ გაუწევს, რომლებიც სტუმრებთან ერთად შეასრულებენ ქართულ ხალხურ ცეკვებს. მათი ერთობლივი ნამუშევარის ხილვა ქართველ მაყურებელს რიყეზე შეეძლებათ.

12000078_1192016084147713_961604713_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები