დღეს გიორგი პაპკიაურის პერსონალური გამოფენა-აქცია „არა – ტერორიზმს“ გაიმართება
მხატვარ გიორგი პაპკიაურის პერსონალური გამოფენა-აქცია: “არა-ტერორიზმს” დღეს გაიმართება. გამოფენა-აქცია ფალიაშვილის ქუჩაზე, გეგეშიძის ბაღში 20:00 საათზე გაიხსნება.
როგორც მხატვარმა “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, აქცია 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარ ტერაქტს ეძღვნება და გმობს ტერორიზმის ყველა გამოვლინებას.
„ამ აქციით გვინდა დავგმოთ ტერორიზმი და კიდევ ერთხელ ვთქვათ: არა – ტერორიზმს! გამოფენა დატვირთული იქნება პერფორმანსით, მოეწყობა შოუ. მოწვეული მყავს მოდელები, რომლებიც ასახავენ იმ ტრაგედიას და ტკივილს, რაც ტერორიზმს ახლავს თან. სპეციალურად ამ საღამოსთვის ტერორიზმთან დაკავშირებით გადაღებულია კლიპი“, – აღნიშნა გიორგი პაპკიაურმა.
“არა – ტერორიზმს” მხატვრისთვის რიგით მესამე გამოფენაა, რომელსაც საქართველოში გამართავს.
აქციის საინფორმაციო მხარდამჭერია პორტალი “კვირა”.