13 სექტემბერს ნინო სურგულაძის ფონდი საქველმოქმედო გალაკონცერტს გამართავს

13 სექტემბერს, 21:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედო გალაკონცერტს გამართავს.
მარათონში მსოფლიო მეგავარსკვლავები: ნინო სურგულაძე, ვუდი ალენის რჩეული, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ალბერტო გაძძალე – ბარიტონი, ფრანჩესკა დეგო – ვიოლინო, მაესტრო დანიელე რუსტიონი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების გენერალური სპონსორია – „სოკარი“, ოქროს სპონსორი – „კოკა-კოლა“, სპონსორები – „ფასტ+1“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, „ლაბელ მედიქალი“, La Belle;11986361_10153184470139779_8574493237041440639_n
მუდმივი მხარდამჭერია – „თი-ბი-სი ბანკი“, მხარდამჭერები კი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, biletebi.ge, სარეკლამო კომპანია „ალმა“, „ფავორიტი“. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია Rooms Hotel.
საინფორმაციო მხარდამჭერები – საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „ერთსულოვნება“, „იმედი“, „მაესტრო“. რადიოები – „ფორტუნა; „აფხაზეთის ხმა“; „დარდიმანდი“; „კომედი რადიო“; „არ დაიდარდო“; ახალი ამბების სააგენტო „Front News”; პორტალი “Xnews”; „პრაიმტაიმი“; ახალი ამბების სააგენტო “acn.ge”; პორტალი „კვირა“, ახალი ამბების სააგენტო „Newposts”, გაზეთი „ახალი თაობა“ და გაზეთი “ქრონიკა +“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე და ფილარმონიის სალაროებში. ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები