მესხეთში ეროვნული დრამატურგიის მე-3 თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ეროვნული დრამატურგიის მე-3 თეატრალური ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ფესტივალი თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლით „ამბავი ვეფხვისა და მოყმისა“ გაიხსნა.
წელს, ეროვნული დრამატურგიის მე-3 თეატრალურ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 14 თეატრი მონაწილეობს.
3 კვირის განმავლობაში მაყურებლისთვის სპექტაკლებს გამართავს თბილისის, გორის, რუსთავის, ჭიათურის, ქუთაისის, ფოთის, სოხუმის და მესხეთის თეატრის დასები.
ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.
ფესტივალი გუშინ გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები