„ფარული ჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მათ მიერ მოსყიდულ მოსამართლეებზე საუბრობენ“

გაზეთი “კვირის ქრონიკა“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილ მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საუბრის ფარული ჩანაწერის თარგმანს აქვეყნებს.

გამოცემის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მათ მიერ მოსყიდულ მოსამართლეებზე საუბრობენ.

ადეიშვილი: ეს საქართველოს სასამართლო სისტემისთვის გადახდილი თანხებია.

სააკაშვილი: 360 ათასი რა ამბავია, რაში უხდით მაგ ნაძირალებს ამდენს?

ადეიშვილი: მიშა, მთელ სისტემაში, ძირითადად, ჩემი ხალხია და რასაც ვეუბნებით, აკეთებენ. ახლა ბიძინას პირდაპირ ვერ დაუპირისპირდებიან, დანარჩენს ყველაფერს აკეთებენ. ახლა ყველაფერს არ გიყვები. რამდენი საქმე დაბლოკეს და სასჯელი გამოიტანეს, იცი?

სააკაშვილი: გასაგებია, მაგრამ მეეჭვება მაგათი, ეს ზაზა მეიშვილი ვინ არის, ცალკე რომ გყავს გამოყოფილი?

ადეიშვილი: მიშა, ვერ იხსენებ, რა… მეიშვილი უზენაესში სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე იყო ჩვენს დროს, ახლა მოადგილეა. ყველა თემა მაგან გააკონტროლა და ახლაც კურირებს მაგ თემებს.

სააკაშვილი: ამ მურუსიძეზე კითხვის ნიშანი რატომ არის?

ადეიშვილი: მურუსიძეს ვიღაც „ენ-ჯე-ოებმა“ – ბიძინას ხალხია ვფიქრობ, – შეუტიეს სახლთან, “ნაციონალების” მოსყიდული ხარო, უყვირეს და ახლა კონტაქტს თავს არიდებს. მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, იუსტიციის საბჭოში ჩვენებია უმრავლესობა.

სააკაშვილი: ხაზი რომ გაქვს გასმული, ესენი ვინ არიან, გიორგი ჩემია ვინ არის თბილისში.

ადეიშვილი: ვინც გამოყოფილია, ისინი არიან კოორდინატორები. ჩემია კურირებს თბილისის სააპელაციოში და პასუხისმგებელია სისხლის სამართლის პალატაზე. ასე გვყავს ყველგან კოორდინატორები. აგერ არის ხაზგასმული – ესენი ყველაზე სანდო ხალხია, ჩვენი გამოცდილი კადრებია. გიორგიმ რამდენი საკითხი არ დააკმაყოფილა, რამდენი მომჩივანი გააჩერეს, მეიშვილთან ერთად იმდენი გააკეთეს, რომ… მაგათმა აგარიდეს ჟვანიას და გირგვლიანის საქმეები, ვანოს თემებიც არ წამოვიდა შენკენ, ძალიან ცდილობდა ბიძოს ხალხი, რომ შენზე მოებათ ეგენი, მოლაშვილსაც უნდოდა შენზე და შეაჩერეს. მამალაძემაც მოინდომა ეხლა და ვერაფერს გახდება. ეგ ბიჭები ერთგულები არიან”, – აღნიშნავს გამოცემა.

ადეიშვილი: გვენეტაძეზეც ვმუშაობთ, ჩვენზე არის ნაწყენი, მაგრამ მაგი თინასთან არის ახლოს, ვნახოთ, რაღაცები მაქვს მოფიქრებული.

სააკაშვილი: კაი, ეგენი დაგვჭირდებიან მერეც, მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ გეგმის გაფორმებაში. იცოდე, პასუხს აგებ ზურა, საჭირო დროს არ გაძვრნენ. კომპრებზე რო მეუბნებოდი, ეგეც გქონდეს მზად.

ადეიშვილი: ეგ სისტემა იმიტომ ავაწყვე, რომ არ დაგვეფანტოს სანდო ხალხი და გავლენა გვქონდეს… ბიძოს არწმუნებენ, ხალხი მხარს გიჭერსო. სიტუაცია მაგრად იცვლება ჩვენს სასარგებლოდ. ეს მოსამართლეები დავალებებს ასრულებენ და საჭირო მომენტში გააკეთებენ, რაც საჭიროა.

სააკაშვილი: ფინანსებზე კეზერა სულ წუწუნებს, ტვინი წაიღო. შენ იქიდან წაუმატე და გააკონტროლოე. ბეჟუაშვილებს ჩაადებინე, იქ ადგილზე მოიფიქრეთ რამე ფონდი და ჩაადებინე. გრანტების სქემას რომ დაუბრუნდეთ, იქაც კარგი იქნება.

ადეიშვილი: მიშა, მაგაზე ნაფიქრი მაქვს, “იუსაიდს” ველაპარაკე და მზად არიან – თანხას თუ მივცემთ, გრანტებს გასცემენ. ბეჟოს შენ უნდა უთხრა, რომ “იუსაიდს” თანხა ჩაურიცხოს – მილიონნახევარი ჩაარიცხინე, კარგი იქნება.

სააკაშვილი: კარგი, შევუთვლი მაგას, ან უთხარი, ჩამოვიდეს და აქ მოვილაპარაკოთ.

ადეიშვილი: კაი, მაშინ წავედი… პროკურორებზე სქემას და სიას მერე გაგაცნობ. ერთი ეს მითხარი, კიევში როდის გადავალთ?

სააკაშვილი: მაიცა ბიჭო, აქაც ბევრი საქმე გვაქვს. ვაშინგტონიდან მელაპარაკნენ, სექტემბერში იმ “ზაიჩიკა” იაცენიუკს გაუყენებენ.. “კაროჩე”, ხალხი მოითხოვს და მაშინ წავალ, ამისთვის ყველაფერი მზად არის. შენ მაინც აქ უნდა იყო ჯერჯერობით”, – აღნიშნულია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები