თამაზ მეჭიაური დავით ზურაბიშვილზე: მე მგონი, “პიდარასტებშიც“ არიან მაგაზე ღირსეულები

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური “ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დათმობას არ აპირებს. ამასთან მეჭიაური აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა და ამ თემაზე ექსპრემიერს არც დაურეკავს და არც პირადად უსაუბრია.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესენი არიან უმადურები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რომ არა ეს კაცი, მარგველაშვილი იქნებოდა ერთი რიგითი “ენ-ჯე-ოშნიკი“. მე არასამთავრობოებს შეურაცხყოფას არ მივაყენებ ერთი მიზეზის გამოც – დღეს საქართველოში ყველაზე დიდი “ენ-ჯე-ოშნიკი“ ბიძინა ივანიშვილია. დავით ზურაბიშვილმა, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, თავის განცხადებაში “პიდარასტებთან“ ერთად სიტყვა “სომეხიც“ ახსენა. უკაცრავად, მაგრამ ესენი ისე იქცევიან, ნებისმიერი სომეხი უკეთესია, დავით ზურაბიშვილი, რომელიმე სომეხს ჯობს? ან რა შუაშია აქ სომეხი? სხვათა შორის, მე მგონი “პიდარასტებშიც“ არიან მაგაზე ღირსეულები. აგერ ვარ პარლამენტში, აქ ხმას არ იღებენ, პირადად ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, გამოვიდნენ და გახსნეს საინფორმაციო ფრონტი“, -აცხადებს თამაზ მეჭიაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები