სააკაშვილი იაცენიუკის ბრალდებებს პასუხობს (ვიდეო)
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინის მთავრობის მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობს. ასე უპახუხა ოდესის გუბერნატორმა არსენი იაცენიუკის ბრალდებას, რომელიც მან საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ გამოთქვა.
ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქების მოქმედებისგან ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 100 მილიარდ გრივნას, ანუ 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ, რეფორმების პროგრამის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყანაში დღემდე კორუფცია მძვინვარებს.
სააკაშვილსა და იაცენიუკს შორის კამათი „მე-5 არხის“ ეთერში ოდესის გუბერნატორის გამოსვლის შემდეგ დიაწყო. გამოსვლის დროს სააკაშვილმა იაცენიუკი ოლიგარქის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ სააკაშვილი იტყუება და ემოციებს ვერ უმკლავდება.
https://www.youtube.com/watch?v=f-ViE3A9Xm0