კოსტა-რიკაში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, 40 ადამიანი დაშავდა
კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. ინციდენტი სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი ის გახდა, რომ ავტობუსის მძღოლმა წითელ შუქზე გავლა გადაწყვიტა.
შეჯახების შედეგად 40 ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი დაშავდა. ორი დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ამჟამად შემთხვევის ადგილზე მაშველები, ექიმები და მეხანძრეები მუშაობენ. მსგავსი ინციდენტი მექსიკის ქალაქ რეინოსთან მოხდა. აქაც დიდი სიჩქარით მოძრავი მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგადაც არავინ დაღუპულა, მაგრამ მრავალი ადამიანი დაშავდა.