ჩინეთის ხელოვნების დასი თბილისში

  15 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება დასის „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის“ ფართომასშტაბიანი წარმოდგენა – „ჩემი ოცნება“.
მუსიკალური შოუ დასს მსოფლიოს 60 ქვეყანაში აქვს წარმოდგენილი. შოუს პროგრამაში შედის პეკინის ოპერის მუსიკალური და ცეკვის დრამატული წარმოდგენები, ასევე ნიშნების ენით შესრულებული პოეზია და მხედველობადაქვეითებულ პირთა მიერ შესრულებული ცეკვა. წარმოდგენას დაესწრებიან:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ბინ იუესი, მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ესტუმრა ჩინეთის შშმ პირთა საშემსრულებლო ხელოვნების დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის“. დასი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ასზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემსრულებლს აერთიანებს.
ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელოვნების დასი 1987 წელს შეიქმნა და დღეისათვის ასზე მეტ ხელოვანს აერთიანებს. ფართომასშტაბიანი წარმოდგენა „ჩემი ოცნება“ დასმა 2000 წელს დადგა და მალევე მოიპოვა საზოგადოების აღიარება. 2004 წელს დასმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა და გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩემი ოცნება“. დასი „იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის“ მრავალი საერთაშორისო ტიტულის მფლობელია: „სილამაზისა და ჰუმანურობის მაცნე“, „მსოფლიოს 600 მილიონი შშმ ადამიანის ელჩი“ და „განსაკუთრებული ხელოვნების ჩირაღდნის მატარებელი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები