ყაზახეთში კომუნისტური პარტია აკრძალეს

 

ყაზახეთში კომუნისტური პარტია გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატის სპეციალიზებულმა ეკონომიკურმა სასამართლომ მიიღო.

ეს გადაწყვეტილება პარტიის მიერ კანონის დარღვევით არის გამოწვეული. გამოცემა Tengrinews-ის ინფორმაციით, კომუნისტური პარტიის ლიკვიდაციის სარჩელით სასამართლოს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტრომ მიმართა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილებულია იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა და ყაზახეთის კომუნისტური პარტია გაუქმებულია, მას 1982 ტენგეს ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა“, – განაცხადა ალმა-ატის საქალაქო სასამართლოს პრესმდივანმა კუანდიკ ეშიმეტმა.

გამოცემის ინფორმაციით, ყაზახეთის კომუნისტური პარტია 1998 წლის 27 აგვისტოს იყო დარეგისტრირებული. 2004 წელს პარტიაში განხეთქილება მოხდა – მას ყაზახეთის კომუნისტური სახალხო პარტია გამოეყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები