აზერბაიჯანში მიწისძვრის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
აზერბაიჯანში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, შეკინსკის რაიონის ქალაქ გეიჩაიში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის წინ ქალი საკუთარი სახლის გვერდით, ჭასთან იდგა. როდესაც მიწისქვეშა ბიძგები დაიწყო, ის წაბორძიკდა და ჭაში ჩავარდა. სწორედ ამ დროს ჭაში წყლის ელექტროძრავი მუშაობდა. ქალს დენმა დაარყა და ის გარდაიცვალა. მას ორი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა აზერბაიჯანში თბილისის დროით 8 საათსა და 50 წუთზე მოხდა. ეპიცენტრში მისი სიმძლავრე 7 მაგნიტუდას შეადგენდა.