აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის კადრები აზერბაიჯანულმა ტელეკომპანიამ გადაიღო (ვიდეო)

აზერბაიჯანული ტელეკომპანია „კანალ ეს“-მა „კვირას“ დღევანდელი მიწისძვრის ექსკლუზიური კადრები მიაწოდა. როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა რაშიდ მამედოვმა „კვირას“ განუცხადა, მიწისძვრამ შენობები დააზიანა.
მისივე თქმით, მიწისძვრას მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დღეს დილით 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ზოგიერთ საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა. მიწისძვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 102 კილომეტრში დაფიქსირდა.
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდა იყო. ბიძგები საქართველოში თბილისის დროით 8:50 საათზე დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები