ექსპერტები ერაყში ნავთობის მოპოვების კლებას პროგნოზირებენ
ამერიკული საბანკო ჰოლდინგი Morgan Stanley ერაყში ნავთობის მოპოვების კლებას პროგნოზირებს. მიზეზი – ინვესტიციების კლება და ფუნდამენტური ისლამისტების მიერ სიტუაციის დესტაბილიზაციაა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 2018 წელს ნავთობის მოპოვება დღეში 4,132 მილიონ ბარელს შეადგენს, ხოლო 2020 წელს ის 4,127 მილიონ ბარელამდე შემცირდება. ერაყში ნავთობის მოპოვება ივლისისთვის, წინა წელთან შედარებით, დღეში 1 მილიონი ბარელით გაიზარდა. ეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ზრდის საკითხში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ერაყი, რომელიც ნავთობის მარაგით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომისა და დასავლეთის მხრიდან დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემდეგ, თავისი ენერგეტიკის აღდგენას ცდილობს.