თურქეთში სირიის ოთხი მოქალაქეა დაკავებული

სირიის ოთხი მოქალაქე, რომლებმაც თურქეთიდან საბერძნეთის ქალაქ კოსზე ლტოლვილების გადაყვანა მოაწყვეს, თურქეთის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ტელეარხი Haber Turk-ი იუწყება.
12 სირიელი ლტოლვილი, მათ შორის 8 ბავშვი, ეგეოსის ზღვაში ორი ნავის ავარიის დროს დაიღუპა. კატასტროფა თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან მოხდა. ყოველდღიურად საბერძნეთში 2 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ჩადის. 2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირს 340 ათასმა მიგრანტმა მიაღწია. ეს გადაადგილებულ პირთა ყველაზე რთული კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები