რუსეთში „ვორონეჟელმა მანიაკმა“ დაკავების ოპერაციის დროს თავი მოიკლა

ვორონეჟის ოლქში ოთხი წლის გოგოს და მისი ბებიის მკვლელობაში, ასევე პროკურატურის თანამშრომლის დაჭრაში ეჭვმიტანილმა პირმა მისი დაკავების ოპერაციის დროს თავი მოიკლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია „ვორონეჟელ მანიაკს“ სემილუკსკის რაიონში დაედევნა და ის სოფელ გუბარევოსთან ალყაში მოაქცია. მას შემდეგ, რაც დამნაშავე მიხვდა, რომ გაქცევას ვერ მოახერხებდა, მან გადაჭრილი თოფი საფეთქელთან მიიდო და დაიყვირა: „მე რუსი ვარ და არ დაგნებდებით!“, –  შემდეგ კი გაისროლა.
ოთხი წლის გოგოს და მისი ბებიის ცხედრები ვორონეჟის ოლქის სოფელ პერლევკაში აღმოაჩინეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია 1951 წელს დაბადებული მამაკაცი. 2 სექტემბერს ის პროკურატურის თანაშრომელს დაესხა თავს და  დაჭრა. დამნაშავე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ადრე ხულიგნობისთვის და იარაღის უკანონო შენახვისთვის იყო ნასამართლევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები