საკრამენტოს კოლეჯში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს ქალაქ საკრამენტოს კოლეჯში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ინციდენტი კოლეჯის ბეისბოლის მოედანზე მოხდა. საკრამენტოს პოლიცია დამნაშავეს ეძებს და ამისთვის ქუჩები გადაკეტა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. კოლეჯის სტუდენტები პოლიციის ოპერაციის დასრულებამდე ევაკუირებულები არიან. მომხდარს ბევრი მოწმე ჰყავს, რომლებმაც დამნაშავის გარეგნობის შესახებ პოლიციას ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები