ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“ მონაწილეობას მიიღებს
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოდის. ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წელს 23-ედ ჩატარდება და ჯანსუღ კახიძის ცენტრში 20 სექტემბერს გაიხსნება. სწორედ, ფესტივალის პირველივე კონცერტზე მსმენელის წინაშე ლექსო თორაძე წარდგება და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან, დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან ერთად, სტრავინსკისა და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.