ალექსეი ნავალნი მოსკოვში 20 სექტემბერს მასობრივ საპროტესტო აქციას აანონსებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 სექტემბერს მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. მიტინგი და მსვლელობა სახელწოდებით „ხელისუფლების ცვლილებისთვის“ მედვედევი-პუტინი ს ტანდემის „როქის“ წლისთავს ეძღვნება.
2011 წლის 24 სექტემბერს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინი დაასახელა, ხოლო თავად საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას დათანხმდა.
ნავალნის თქმით, ეს დღე რუსეთის ისტორიაში „გარდატეხის მომენტი“ გახდა. თუ 2011 წლის 24 სექტემბრამდე შეიძლებოდა იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლება ცენზურას და ტყუილს ემყარება, მაგრამ ხელისუფლების პერიოდულად ცვლილების იდეა ეჭვქვეშ არ იყო, ამის შემდეგ მოხდა ხელისუფლების უზურპაცია და ხელისუფლებაში სიცოცხლის ბოლომდე პუტინის დარჩენის დაკანონება“, – აცხადებს ნავალნი.
აქციის მთხოვნებს შორის იქნება არჩევნებზე ოპოზიციის დაშვება, უკრაინაში ომის დასრულება, ცენზურის გაუქმება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კორუფციასთან ბრძოლა. ამის შესახებ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები