გვატემალის სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა

გვატემალის სასამათლომ ქვეყნის პრეზიდენტის ოტო პერის მოლინას დაპატიმრების ორდერი გასცა. “ბი-ბი-სის“ ცნობით, ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
ქვეყნის 64 წლის პრეზიდენტს საბაჟო სფეროში კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. მოლინა ამ ბრალდებებს უარყოფს. ის პოსტის დატოვებაზე უარს ამბობს პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემთხვევაშიც კი. რამდენიმე დღის წინ გვატემალის პარლამენტმა მოლინას საპრეზიდენტო ხელშეუხებლობა მოუხსნა. მანამდე კი პრეზიდენტი სამართალდამცველი ორგანოების დევნისგან ყველა შემთხვევაში თავისუფლდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები