ვერტმფრენის ავარიის შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აშშ-ს „კემპ ლეჟენის“ ბაზაზე ვერტმფრენის ავარიის შედეგად. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ინციდენტი ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მოხდა.
ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც CH-53E Super Stallion-ის ტიპის ვერმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ამის შესახებ საზღვაო ქვეითთა ბაზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. დაშავებულთა შორის ერთი სამხედრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, დანარჩენებმა უმნიშვნელო ტრავმები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები