პარიზი ტრაქტორებმა ჩახერგეს

საფრანგეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მთავრობამ ფერმერებს სუბსიდირების სახით 600 მილიონი ევრო გამოუყო, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები ამით უკმაყოფილონი დარჩნენ. ამის გამო ხუთშაბათს მათ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ათასზე მეტი ტრაქტორით და რამდენიმე ავტობუსით პარიზის მიმართულებით გავიდნენ, სადაც ქალაქისკენ მიმავალი საავტომობილო გზები ჩახერგეს. ამის გამო ტრასაზე 58 კილომეტრის სიგრძის საცობი გაჩნდა.
ამ დღეებში ფერმერებს საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის დეპუტატები და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდნენ. ისინი მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები