მინდია ჯანელიძემ „ამბასადორიალი 2015“-ის სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების „ამბასადორიალი 2015“-ის სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მესამე პანელზე რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის და სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხები განიხილეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მინდია ჯანელიძემ რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მათი შემცირების მექანიზმებზე. ასევე, ამ მიმართულებით, საბჭოს კოორდინაციით, მთავრობის მიერ განხორციელებულ კომპლექსურ ღონისძიებებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება „ამბასადორიალი 2015“ 2 სექტემბერს გაიხსნა და 4 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები