პრეზიდენტის მრჩევლები თამაზ მეჭიაურს – “კულტურა და ეთიკა, ზოგადად, ცხოვრებაში მნიშვნელოვანია“

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის თამაზ მეჭიაურის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურებიან.
“კულტურა და ეთიკა, ზოგადად, ცხოვრებაში მნიშვნელოვანია“, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი კვერენჩხილაძე თამაზ მეჭიაურს, სადაც მეჭიაური გიორგი მარგველაშვილს მქსოველ, „სოროსელ“ და „ენ-ჯე-ოშნიკად“ მოიხსენიებდა.
“მე არ მგონია, რომ ღირდეს კომენტარის გაკეთება, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის სადეპუტატო ცხოვრებაში და, ზოგადად, ეთიკა და კულტურა მნიშვნელოვანი საკითხია,”- ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი კვერენჩხილაძე. პარლამენტში მყოფი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი კი აცხადებს, რომ მეჭიაურის განცხადებამ ეთიკისა და კულტურის ნორმები სრულად დაარღვია. “სამწუხაროა, როცა ვნახეთ სიტუაცია, არგუმენტების არარსებობის ფონზე გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებები. ამ შენობაში არის ეთიკის და კულტურის ნორმები, რომელიც სრულად დაირღვა”, – აცხადებს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი.
დღეს კი მეჭიაური აცხადებს, რომ ბოდიშს არა პრეზიდენტს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მოუხდის, იმ შემთხვევაში, თუ მისი განცხადება ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები