თინა ხიდაშელი: სამწუხაროდ, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითიც ვიამაყებდი

ეს იყო ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ამაყობს იმ 15 წლით, როდესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა.
“ეს იყო ცალსახად შეურაცხმყოფელი განცხადება არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მის მიერ ასე შეურაცხმყოფელად მოხსენიებულ დეფინიციაში შეიძლება თავს გრძნობდეს. მათ შორის, პირადად ჩემთვისაც, ადამიანისთვის, რომელიც ვამაყობ, რომ 15 წლის განმავლობაში ვიყავი ე.წ. ენ-ჯე-ოშნიკი, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვიყავი ასევე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. მე ჩემი წარსულით ვამაყობ და თუ ვინმეს პრობლემა აქვს ამასთან, შემიძლია, პირადად განვუმარტო ყველა ის სიკეთე, რომელსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნისთვის 20 წელია, აკეთებენ. სამწუხაროდ, ქსოვა არ ვიცი, თორემ ამითიც ვიამაყებდი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თამაზ მეჭიაურმა გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოთი ნერვებს მოსახლეობასა და დეპუტატებს უშლის.
„ბიძინა ივანიშვილს იმაში დავადანაშაულებ, რომ მან ერთ „ენ-ჯე-ოელ სოროსელს“, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები