პარლამენტში პრეზიდენტის შეთავაზებული პროექტის განხილვა დასრულდა

პარლამენტში “ეროვნული ბანკის შესახებ” პრეზიდენტის შეთავაზებული პაკეტის განხილვა დასრულდა.
მომხსენებელმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატებს მთავარი კანონიდან გამომდინარე პროექტები წარუდგინა.
აბაშიშვილის განმარტებით, პროექტები მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს და კანონების არსებული სახით ძალაში დატოვებას ითვალისწინებს.
საკითხი კენჭისყრაზე 16:00 საათზე დადგება. 15:30 საათზე კი პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.
მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებულ პროექტს მხარს არ უჭერს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები