თბილისის ისტორიის მუზეუმი მესამე საერთაშორისო ფესტივალის: ANIMA MUNDI 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს

3 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი მესამე საერთაშორისო ფესტივალის ANIMA MUNDI 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს.
ფესტივალი ორ ქვეყანაში – ლიტვასა და საქართველოში 24 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით იმართება, რომლის ფარგლებშიც ორი ქალაქი – თბილისი და სიაულიაი აერთიანებს მხატვრებს მთელი მსოფლიოდან და ხელს უწყობს ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული დიალოგის დამყარებას. ფესტივალში ჩართულნი არიან ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის 30 მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი, ფოტოგრაფი და ვიზუალური არტისტი 12 ქვეყნიდან – შვედეთი, კუბა, ინდონეზია, აშშ, ირანი, ლატვია, თურქეთი, არგენტინა, იაპონია, ნიგერია, საქართველო და ლიტვა.
ფესტივალის მიზანია ორი ქვეყნის ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური იდენტობისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ორი ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია შემოქმედებითი ფორმით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, კონფერენციები, სემინარები და დისკუსიები სხვადასხვა რელევანტურ თემებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები