ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

გუშინ ნიქოზში, ეპისკოპოსის სასახლეში, ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შიდა-ქართლში სახელმწიფო გუბერნატორ – რწმუნებული ზურაბ რუსიშვილი, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ფესტივალის დირექტორი მარიამ კანდელაკი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით, 1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში რიგით მე-5 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
2015 წელს, ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სტუმრები არიან ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან.
ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ანიმაციური ფილმების სხვადასხვა ფესტივალზე გამარჯვებული ნამუშევრები, რომელთა ნაწილს თავად ავტორები წარმოადგენენ.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დაარსების იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები