ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით, 1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
2015 წელს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის სტუმრები არიან ანიმატორები და ანიმაციის ცნობილი სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან.
ფესტივალის პროგრამაში შევა მსოფლიოს ანიმაციური ფილმების სხვადასხვა ფესტივალზე გამარჯვებული ნამუშევრები, რომელთა ნაწილს თავად ავტორები წარმოადგენენ.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დაარსების იდეა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები