„უკრაინაში გადახვეწილი სააკაშვილი – ქმნის ზონდერბრიგადებს, აშანტაჟებს ბიზნესმენებს“
უკრაინაში გადახვეწილი მიხეილ სააკაშვილი ნაცად სტილში განაგრძობს მუშაობას – ქმნის ზონდერბრიგადებს, ბიზნესმენებს აშანტაჟებს, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
“უკრაინაში გადახვეწილი მიხეილ სააკაშვილი ნაცად სტილში განაგრძობს მუშაობას – ქმნის ზონდერბრიგადებს, ბიზნესმენებს აშანტაჟებს. თუ ვინმე წინააღმდეგობას გასწევს (როგორც აქ იცოდა), შავი პიარი და მაგის ჯანი.
თუ მის ბიჭებს ვინმე შემოაკვდებათ, არც ეგაა პრობლემა, პროკურატურაში დავით საყვარელიძე ჰყავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში – ეკა ზღულაძე. მართალია ამას წინათ დაიწუწუნა, საბაჟო და საზღვრის დაცვის პოლიცია მე რომ მემორჩილებოდეს, კარგი იქნებოდაო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არც კრიმინალების გაპარება უჭირს საზღვარზე“,-აცხადებს წყარო “კვირის ქრონიკასთან“.