დანელია მარტვილელებს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების მოხმარებას ჰპირდება
გპირდებით, რომ ჩემს გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა წლების განმავლობაში, მოვახმარ ჩემს საყვარელ რაიონს და კუთხეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოსო დანელიამ პრემიერ-მინისტრის მიერ მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.
“უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და “ქართულ ოცნებას” ასეთი ნდობისა და ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის მარტვილის რაიონში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, “ქართული ოცნება” წარდგება, როგორც საჭიროა, ისე და დადებს მაღალ პროცენტს, როგორც ამ არჩევნებში, ისე მომავალში მას ექნება კარგი და პოზიტიური სახელი. გპირდებით, რომ ჩემს გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა წლების განმავლობაში, მოვახმარ ჩემს საყვარელ რაიონს და კუთხეს და მთელ ენერგიას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მარტვილის რაიონი არჩევნებზე ერთ-ერთ საუკეთესოდ წარდგეს და წარმატება ჰქონდეს იმ ფერხულში, რომელშიც ჩაბმულია”, – განაცხადა სოსო დანელიამ.
საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში სოსო დანელია იქნება.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.