„ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნისთვის მშვიდობის საწინდარია“

 საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტის გახსნას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა იმის საწინდარია, რომ ამას რეგიონებისთვის, ქვეყნებისთვის მშვიდობა მოაქვს. მისივე თქმით, ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნისთვის მშვიდობის საწინდარია.
„როგორც ისტორია და პრაქტიკა აჩვენებს, ნატოს გაფართოება ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა არის საწინდარი იმისა, რომ ამ ყველაფერს რეგიონისთვის ქვეყნებისთვის მოაქვს მშვიდობა. ყოველდღიურად ვცხოვრობთ ძალიან სერიოზული დაძაბულობის ფონზე. მნიშნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, ეს იქნება ჩვენი ამოცანა “,- განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები