ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ სოსო დანელია თავის მშობლიურ მარტვილში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს

მჯერა, რომ ბატონი სოსო მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თავის მშობლიურ მარტვილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში, შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სოსო დანელიას დიპლომატიურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

“სოსო დანელია წლების განმავლობაში იტალიის რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. გარდა ამისა, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და მინიჭებული აქვს სამეცნიერო ტიტულები საქართველოსა და იტალიაში.
მაქსიმალურად გამოიყენებს თავის მრავალმხრივ ცოდნას, გამოცდილებას და იქნება ჩვენი ხალხის ნამდვილი რჩეული ჩვენი ქვეყნის პარლამენტში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში სოსო დანელია იქნება.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები