მანანა კობახიძე: ვიმედოვნებ, “იმედი” მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საზოგადოებრივ-ანალიტიკური თოქ-შოუების შეწყვეტის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
კობახიძე იმედოვნებს, რომ ტელეკომპანია მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს და თუ რამე ცვლილება იგეგმება, ეს მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისკენ იქნება მიმართული.
“რომ არ დავწერო არ ვიქნები მართალი.. არ ვიცი რატომ და რისთვის გადაწყვიტა “იმედის” ხელმძღვანელობამ “რეაქციის” დახურვა, მაგრამ მე, პირადად და ჩემი რამდენიმე კოლეგა ყოველთვის ვერთვებოდით ინგას გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. იმედი მაქვს “იმედი” მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე და თუ რამ ცვლილება იგეგმება, მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისკენ იქნება მიმართული, რაც მთავარია, ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება იქნება დაცული“,- წერს მანან კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები